ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, 400 ადამიანი დაიხრჩო. იტალიაში სანაპირო დაცვა დაკარგულ ემიგრანტებს ეძებს. ლიბიიდან იტალიის მიმართულებით მიმავალი გემი ზღვაში გადაბრუნდა. ბორტზე, დაახლოებით, 550 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 144 ემიგრანტის გადარჩენა შეძლეს, ნაპოვნია 9 ცხედარი.
ევროკავშირის მონაცემით, ბოლო ერთი კვირის განბმავლობაში იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 7 ათასზე მეტი ემიგრანტი გადაარჩინა.

