2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ მოიგო. დაძაბულ შეხვედრაში მან “სოხუმი” დაამარცხა. შეხვედრა “შსს აკადემიის” სასარგებლოდ ანგარიშით 105:75 დასრულდა. შსს-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, „შსს აკადემია“ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და მას სუპერლიგაში გამარჯვება აქვს განზრახული. შსს-ს საკალათბურთო კლუბმა „შსს აკადემიამ“ 2013 წელს 26 მაისს სუპერლიგაში გამარჯვება მოიპოვა. „შსს აკადემია“ ერთადერთი კლუბია სუპერლიგის გათამაშებაში, რომელსაც უცხოური კლუბიდან მოწვეული კალათბურთელი არ ჰყავს.
მაისი 6, 2015
„შსს აკადემიამ“ „სოხუმი“ დაამარცხა