მაისი 16, 2015

“წყალტუბომ” “თსუ” დაამარცხა

საკალათბურთო კლუბმა “წყალტუბო” “თსუ” ანგარიშით 99-66 დაამარცხა. შეხვედრა წყალტუბოს სპორტის სასახლეში შედგა. “წყალტუბომ” ამ გამარჯვებით 16 ქულა მოაგროვა და სარეიტინგო ცხრილის სათავეშია. მას 14 ქულით “არენა – 76” მოსდევს. “თსუ” ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლიგის მომდევნო მატჩები 18 მაისსაა ჩანიშნული. “გორის დილა” “კაკტუსს”, ხოლო “სეუ-ჰიუნდაი” “არენა-76″-ს შეხვდება”.