მაისი 15, 2015

ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩინეთში ქალთა გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული მერი არაბიძე, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი ჯამბურ ქურდია, მსოფლიო მე-6 ჩემპიონატში ოქროს მედლის მფლობელები შოტოკან კარატეში ანზორ დონაძე, გიორგი ჩარკვიანი და თამაზ გოჩელაშვილი. “მთელი წლის თანხა ამოიწურა 4 თვეში, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, დავამატებთ თანხას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ”, – განაცხადა შოთა მურღულიამ. “მნიშვნელოვანი შეჯიბრი გვქონდა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვე და ფინალში რუსი მოწინააღმდეგე დავამარცხე”, – აღნიშნა პატარა მსოფლიო ჩემპიონმა კარატეში გიორგი ჩარკვიანმა. ქუთაისის მერმა ასევე დადებითად შეაფასა გადაწყვეტილება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თბილისსა და ქუთასში ჩატარების შესახებ. 2012-15 წლების ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოში დაახლოებით 3.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებს რაგბის კავშირის განვითარებისათვის.