დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთასიში დღის მანძილზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ფალიაშვილის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. ქალაქის ცენტრალურ ბაღში სპორტულ პროგრამათა საჩვენებელი წარმოდგენები გაიმართა. რუსთაველის ქუჩიდან ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საპარლამენტო ქალაქში კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
მაისი 26, 2015
დამოუკიდებლობის დღე საპარლამენტო ქალაქში