ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონი, რომელიც “ბამბაზიის სამოთხით” უნდა გახსნილიყო, ჩაიშალა. როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო. აღნიშნულ ფაქტს მსახიობების პროტესტი მოჰყვა.
September 28, 2012
პროტესტი თეატრში