October 3, 2012

ქუთაისელების პირველი შეფასებები არჩევნების შემდეგ

დასაქმება, სასამართლო ხელისუფლების ცვლილება და დამოუკიდებლობა – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებსაც ქუთაისელები ახალი მთავრობისგან მოითხოვენ. ისინი ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებენ. “ზედმეტი “წილობია” უნდა დამთავრდეს. სამართლიანობას უნდა მიხედოს. სასამართლო უნდა დაემსგავსოს სასამართლოს, თორემ ამ მთავრობასაც ისე მოუვა, როგორც “ნაციონალებს” მოუვიდათ,” – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.