June 4, 2012

პრეზიდენტის ვიზიტის გამო ავტომანქანა ევაკუატორით წაიყვანეს

ამ წუთებში ქუთაისში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის გამო, ქალაქის ქუჩებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები პატრულირებენ. ერთ-ერთ ქუჩაზე (შარტავას ქუჩა) გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებს ისინი ქუჩის დატოვებას თხოვდნენ. ხოლო ის ავტომანქანები, რომელთა მეპატრონეები ვერ იპოვეს, ევაკუატორით წაიყვანეს.