June 7, 2012

პარლამენტში ნგრევას 4 მუშა გადაურჩა

პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პირად საუბარში ამბობენ, რომ შენობის უკანა ნაწილში ხარაჩოების ნგრევის დროს, 4–მა მუშამ გაქცევა მოასწრო, 5 მუშა მძიმედ დაშავდა. სულ დაშავებულთა რიცხვი 20–მდეა. ერთი კი გარდაიცვალა. მუშების თქმით ის ზესტაფონელია. სხვა დეტალებზე ამ დრომდე არავინ საუბრობს. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულები ზუგდიდის საავამდყოფოში გადაჰყავთ.