October 16, 2012

მაღაროელთა პროტესტი

ჭიათურაში, გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მარგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა მუშების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჭიათურელი მაღაროელები გუშინ, 15 ოქტომბერს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების 10%-ან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გუშინ ასევე, შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი, რომელიც დღეიდან აქციებს განაახლებს.