July 10, 2012

ქუთაისში პიერ სარკოზს ელოდებიან

ქუთაისში ცნობილ DJ – ს, პიერ სარკოზს ელოდებიან,რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შვილია.

პიერ სარკოზი საქართველოში პირველად ჩამოდის. კონცერტის ჩასატარებლად ქუთაისი მისი სურვილით შეირჩა. ღონისძიება მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მოეწყობა სპეციალური სცენა და ღია კაფეები.

,,ქუთაისს დიდი სიურპრიზი ელის. 13 ივლისს გაიმართება კონცერტი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის პიარ სარკოზის მონაწილეობით. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება და გვიანობამდე გასტანს. ქუთაისელებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიბები კვლავ ვპირდებით“ – აღნიშნა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა.

ელექტრონული მუსიკის საღამო ,,ივენთ გრუპისა“ და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.