მაისი 11, 2021

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

ხუთშაბათიდან, 13 მაისიდან შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში არსებული გადაადგილების შეზღუდვა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ქვეყანაში 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული, შეზღუდული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.