მაისი 11, 2021

12 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს

12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.