დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 149, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 54, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 149, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 470, იმერეთში – 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 89, იმერეთში -132.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 5, იმერეთში – 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 – თბილისში, 339 – აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კოვიდით ქვეყანაში კიდევ 27 ადამინი გარდაიცვალა.