მაისი 21, 2021

იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.

გამოვლენილი შემთხვევები კი რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 333, აჭარაში – 486, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 11, იმერეთში – 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 – თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.