August 9, 2012

დატბორილი ქუთაისი [photo]

ქუთაისში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. წვიმა დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო. ორი საათის განმავლობაში, უწყვეტმა წვიმამ ქალაქის ტერიტორიები, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები წყლით დაფარა.

დატბორილია წერეთლის, რუსთაველის, ფოთის ქუჩები. გადაადგილება ამ დრომე გართულებულია ქვეითი მოქალაქეებისა და ავტომობილების მძღოლებისათვის.