დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 461, იმერეთში – 537.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 414, აჭარაში – 110, იმერეთში -161.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 12, იმერეთში – 16.
667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა.