დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 094, აჭარაში – 436, იმერეთში – 523.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 13, იმერეთში – 17.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა.