გუმათში დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო. აქტივისტების თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რაც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.
დაკავებულებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს. მომდევნო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.
ამ წუთებში ორი აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს. მათ გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
შეგახსნებთ, რვა ადამიანი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირიაპირების დროს დააკავეს.