დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 394, იმერეთში – 489.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 100, იმერეთში -163.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 17, იმერეთში – 16.
661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა.