დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა – 43, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 6, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში ვირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა.