მაისი 31, 2021

რიონის ხეობაში ხმაურის აქცია გრძელდება [VIDEO]

რიონის ხეობაში გრძელდება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ხმაურის აქცია.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, აქტივისტები რკინის კედელზე ბრახუნს აგრძელებენ, რითაც ხელისუფლებას ნამოხვანისაკენ გზის გახსნიკსკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა, დღეს კი ჯებირზე მიყენებული ზიანის დასაფიქსირებლად ადგილზე პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.