ივნისი 1, 2021

იმერეთში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 65, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც: 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 980, აჭარაში – 416, იმერეთში – 480. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 88, იმერეთში -164.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.