საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს – რეზო გაბრიაძეს, ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ.