ივნისი 10, 2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომელი ვ. მ. დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ის ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულია. დაკავებას ადასტურებენ სამმართველოში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ამ დრომდე ოფიციალურ უწყებებს განცხადება არ გაუვრცელებიათ.