ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცრცელებს.
უწყებისცნობით, აღნიშნულ ავარიას უკავშირდება ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.