ივნისი 16, 2021

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინა გადაეცა

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.

დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციულ დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ფართებს, ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ მიიღებენ.

ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.