ივნისი 18, 2021

14 წლის ბიჭი შაორის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს, უბედური შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბიჭი დედასთან, კლასელებლთან და მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.

ბიჭის ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა.