2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ტრადიციულად სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობის დარგშია. კერძოდ, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულების ხელფასი 2 448.5 ლარია.
გთავაზობთ სექტორებს, სადაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასია:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 448.5 ლარი
- ინფორმაცია და კომუნიკაციები – 2 159.8 ლარი
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი ლარი
- მშენებლობა – 1 664.5 ლარი
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 639 ლარი
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 527.6 ლარი
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 518.4 ლარი
- ტრანსპორტირება და დასაწყობება – 1 463.9 ლარი
- ჯანდაცვა და სოცილური მომსახურების საქმიანობები – 1 164.4 ლარი
- დამამუშავებელი მრეწველობა – 1 163.2 ლარი
- უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობები – 1 154.4 ლარი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 1 128.1 ლარი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 953.9 ლარი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 885.6 ლარი
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 828.8 ლარი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 864.6 ლარი
- განათლება – 807.9 ლარი
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 748.6 ლარი
bpn.ge