დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთში – 62.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 481, აჭარაში – 210, იმერეთში – 386.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.