ივნისი 19, 2021

ჰესის მოწინააღმდეგეებს პროტესტის გასაგრძელებლად ნამოხვანში 13 ადგილი შესთავაზეს

ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს დღეს სოფელ გუმათში შეხვდა,

რწმუნებულის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე.

ჰესის მოწინააღმდეგები ხვალ შეთავაზებულ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დათანხმდებიან თუ არა რომელიმე შეთავაზებულ ლოკაციაზე კარვების გაშლას. იქამდე კი კომენატარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

მათი მოთხოვნა თავდაპირველი პროტესტის ლოკაციაზე დაბრუნებაზე იყო, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, აღნიშნული მიწა კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა გრძელდება, ამიტომ იქ კარვების გაშლა შეუძლებელია.