ივნისი 23, 2021

ქუთაისში მაღაზია “კაი მარკეტი” დააყაჩაღეს

ქუთაისში, აღმაშენებელი-ნინოშვილის კვეთაზე მაღაზია “კაი მარკეტი” დააყაჩაღეს.

კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაღაზიაში უცნობი პირები დანით შევიდნენ და მუქარით თანამშრომლებს 1000 ლარი წაართვეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და დაწყებულია გამოძიება.