ივნისი 23, 2021

ინფიცირების 773 შემთხვევიდან 69 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 29, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 428, აჭარაში – 171, იმერეთში – 348.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 48, იმერეთში -150.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 8, იმერეთში – 12.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.