ივნისი 24, 2021

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან 55 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 420, აჭარაში – 161, იმერეთში – 343.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 307, აჭარაში – 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 106, აჭარაში – 8, იმერეთში – 12.

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.