დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 405, აჭარაში – 145, იმერეთში – 334.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში – 300, აჭარაში – 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 102, აჭარაში – 7, იმერეთში – 10.
585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.