ივნისი 27, 2021

ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს – სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი ევრიკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლისთავს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

“დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 7 წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ახლა მზადაა მეტისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისათვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველომ ხელი 2014 წლიოს 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა.