ივნისი 28, 2021

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 16 წლის ბიჭი მართვით სუნქვაზეა

16 წლის ბიჭი რეანიმობილით ოზურგეთიდან ქუთაისში გადმოიყვანეს. ბიჭი ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე რჩება.

მოზარდი კლინიკაში გუშინ თანატოლებმა შეიყვანეს, თქვეს რომ მოტოციკლიდან გადავარდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიჭი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. როგორც გაირკვა, ბიჭი სანადირო თოფით დაჭრეს.

შსს-მ გამოძიება 118-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.