დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 697, აჭარაში – 153, იმერეთში – 380.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 32, იმერეთში -150.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 6, იმერეთში – 11.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიას ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.