ივლისი 8, 2021

ტყიბულში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

ტყიბულში დაჭრილი მამაკაცს, რომელსაც დაზიანება სანადირო თოფით აქვს მიყენებული, პირველი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.