ივლისი 11, 2021

5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების გამო ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართება

5 ივლისს ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მდუმარე აქცია დაიგეგმა ქუთაისში.

აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრთან, 19 საათზე გაიმართება.

ჟურნალისტები ძალადობას გმობენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითოვენ.

“დღეს, 11 ივლისს, საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან. გამოვხატავთ მწუხარებას ჩვენი კოლეგის, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მდუმარე აქციას შემოუერთდით ყველა, ვინც გმობთ ძალადობას, მედიაზე თავდასხმას! გელოდებით 19 საათზე მესხიშვილის თეატრთან!!!”-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.