ივლისი 11, 2021

ძალადობრივ მედია ალტ-ინფოს საიტი გაუთიშეს

პრორუსულ და ძალადობრივ მედია ალტ-ინფოს საიტი გაუთიშეს. ამ დროისთვის ვებ-გვერდი altinfo.org მიუწვდომელია.

Facebook-ზე Roy Shengelia წერს:

დღეს ოფიალურად მივმართე ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ის Abuse განყოფილებას – სადაც დაჰოსტილი იყო https://altinfo.org.

წერილში დავწერე რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესსისკენ და არღვევს ანტი დისკრიმნაციულ კანონს.

ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია”, – წერს ის.

ალტ-ინფო 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორია. მას ზურაბ მახარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული.

სწორედ ამ აქციაზე სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა.