“ლექSOSთვის, დაისაჯოს ყველა დამნაშავე” -ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს.
მედია საშუალებების წარმადგენლები სომბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებულო მოვლენები დაგმეს.
ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.