ივლისი 19, 2021

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 130 314 ადამიანი

ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან 4 თვის თავზე სრულად ვაქცინირებულია 130 314 ადამიანი. დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 357 106 აცრა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ: ვაქცინაცია ქვეყანაში ოთხი – “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით მიმდინარეობს.

მთავრობის სამიზნე გეგმა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრაა.