ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გამოყოფილი.
ყველაზე მეტი თანხა – 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი.
მას მოსდევს ზუგდიდი – 89 705 ლარით;
მე-3 ადგილზე კი საბურთალოა – 86 045 ლარით.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.