დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა – 238, იმერეთი – 173, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 123, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 339, იმერეთში – 569.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში – 439, აჭარაში – 59, იმერეთში -193.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 – თბილისში, 361- აჭარაში.
14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.