ივლისი 29, 2021

30 ივლისიდან ამინდი უმჯობესდება

30 ივლისიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.