ივლისი 30, 2021

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ბერლინელი დიჯეი ცემეს

ბერლინელი მუსიკოსის, DJ Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

მუსიკოსის თქმით, მასზე თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრთან დაკავშირებული პირი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.

ის პოსტს Instagram-ზე აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს დაზიანებებიც.

მუსიკოსი ბათუმში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.