ივლისი 30, 2021

ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იქნება

ქუთაისში “ქართული ოცნების’ მერობის კანდიდატი ქუთაისის მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მერობის კანდიდატი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში დაასახელა, აქედან მოქმედი მერი რამდენიმეა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.