აგვისტო 2, 2021

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

კალანდარიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება მეორე კანდიდატურას – გიორგი სანტურიანს, მას მხარი 4-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

კალანდარიშვილი 6 თვის ვადით აირჩიეს.

წესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი (81 მომხრე, 3 წინააღმდეგი ) და მაია ზარიძე (81 მომხრე, 1 წინააღმდეგი.)

ცნობისთვის, საკითხს კენჭი პარლამენტმა უკვე მეოთხედ უყარა.