დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 029, აჭარაში – 691, იმერეთში – 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 556, აჭარაში – 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 14, იმერეთში – 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 – თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 5.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 990 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.